logo_geo
eng_logo
დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს
- +

27 სექტემბერი. 2016. 17:04



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.


ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ წელიწადში დაახლოებით, 3 მლნ ადამიანი ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებას განიცდის.



2012 წელს ჰაერის დაბინძურების შედეგად, 6.5 მლნ ადამიანი გარდაიცვალა. პლანეტის ათიდან ცხრა ადამიანი კი, ისეთ რაიონებში ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე ცუდი მდგომარეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთში, მალაიზიასა და ვიეტნამშია შექმნილი.



ანგარიშის თანახმად, დედამიწაზე ადამიანის გარდაცვალების ყოველი მეცხრე ფაქტი ჰაერის დაბინძურებასთანაა კავშირში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner