logo_geo
eng_logo
ოზურგეთში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

27 სექტემბერი. 2016. 17:36



სოხუმის დაცემის დღიდან 23 წელი გავიდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ 27 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა საფლავები გვირგვინებით შეამკეს. აფხაზეთის ომში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 სამხედრო დაიღუპა.


„27 სექტემბერი უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღეს ის გმირები გავიხსნეთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას ემსხვერპლნენ. მათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს, ჩვენს საერთო მომავალს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ომში დაღუპულთა ოჯახებს", - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner