logo_geo
eng_logo
ირაკლი წერეთელი: ორი აზრი არ არსებობს - გამსახურდია უნდა იქნეს ჩამოგდებული!
- +

14 მარტი. 2016. 22:29



გთავაზობთ "ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის" წევრის ირაკლი წერეთლის ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც გაზეთ „სოფლის ცხოვრების" 1991 წლის 25 სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა:

 

პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ მტკიცე გადაწყვეტილება, გვარდიელებს და ნებისმიერ შეიარაღებულ ძალას უნდა მოუწოდონ, რომ გამსახურდია იარაღის ძალით იქნეს გადაყენებული... მე და ჩემს პარტიას მიღებული გვაქვს ასეთი გადაწყვეტილება- ან ჩვენ ვიქნებით საქართველოში, ან გამსახურდია იქნება, ან ჩვენ დავიხოცებით, ან ის, რადაც უნდა დაჯდეს ეს... ჩემი აზრით, ეს არის აუცილებელი, რომ გამსახურდია იქნეს ჩამოგდებული. ამაზე ორი აზრი არ არსებობს", - აცხადებდა ირაკლი წერეთელი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner