logo_geo
eng_logo
„ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა, ისტორია, თანამედროვეობა“ წიგნის პრეზენტაცია 28 სექტემბერს გაიმართება
- +

27 სექტემბერი. 2016. 18:10

 

 

28 სექტემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა, ისტორია, თანამედროვეობა" პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.


„ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა",  პირველი გამოცემაა, რომელიც თანმიმდევრულად წარმოაჩენს ქართულ დამწერლობისა და შრიფტის განვითარების ეტაპებს საუკუნეების განმავლობაში.

წიგნის პირველ ნაწილში წარმოდგენილია ქვაზე ნაკვეთი, მოზაიკური, ფრესკული, ჭედური და ნაქარგი, ასევე - ხელნაწერებისა და სიგელ-გურჯების ულამაზეს ნიმუშები, ქართული დამწერლობის განვითარებას უძველესი დროიდან დღემდე; წიგნის მეორე ნაწილი წარმოაჩენს ქართული ტიპოგრაფიკის განვითარების გზას ვახტანგ VI-ის სასტამბო შრიფტებიდან უახლეს ფონტებამდე.

წიგნი გრაფიკული დიზაინის ასოციაციამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „ქართუ", თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, „თიბისი ბანკის", თბილისის მერიისა და ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო" მხარდაჭერით გამოიცა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner