logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

14 მარტი. 2016. 22:43



თბილისის სახელმიწოფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატი გია ჟოროლიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:



ამავდროულად, სრულად ვიზიარებ სტუდენტთა გულისტკივილს უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მივესალმები მათ აქტიურ ბრძოლას ვითარების შესაცვლელად. თუმცა მივიჩენევ, რომ პრობლემა კიდევ უფრო ღრმა და მასშტაბურია, ვიდრე სტუდენტების მიერ თავისთავად სამართლიანად დასმული მოთხოვნები.

 

სამწუხაროდ, უნივერსიტეტში ვერ მოხერხდა ნაციონალური მოძრაობის"  ავტორიტარული და რეპრესიული პოლიტიკის პირობებში ჩამოყალიბებული მძიმე მემკვიდრეობისა და ინერციის დაძლევა. არ განხორციელდა არც  ინსტიტუციური და არც საჭირო პერსონალური ცვლილებები. ხშირად გადაწყვეტილების მიმღები პირები ხელმძღვანელობენ კონიუნქტურული, კერძო და არაპრინციპული მოსაზრებებით. შედეგად, აკადემიური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინეტერესები უკანა პლანზე გადადის. ჩვენი უპირველესი განათლების კერა, რომელმაც მეოცე საუკუნეში უზრუნველყო ქართული სამეცნიერო და შემოქმედებითი აზრის, ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება, დღეს ვერ ახერხებს უპასუხოს თანამედროვეობის გამოწვევებს და ჩამოყალიბდეს როგორც მოდერნული, განვითარებაზე ორიენტირებული განათლებისა და კვლევის ინსტიტუტი. ვფიქრობ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მზად არ აღმოჩნდა ესოდენ აუცილებელი რადიკალური ცვლილებებისათვის. ამ ურთულეს ვითარებაში, აუცილებელია როგორც აკადემიურმა საბჭომ, ასევე რექტორმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

 

 

სერიოზული კორექტირება სჭირდება განათლების სახელმწიფო პოლიტიკას. სრულად გასაზიარებელია პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ განათლების სფეროს გამოცხადება ქვეყნის შემდგომი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

 

ვიმედოვნებ, რომ განათლების სფეროს რადიკალური რეფორმის შემუშავებასა და შემდგომ რეალიზებაში ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ჩაერთვება სტუდენტობა, პროფესორ-მასწავლებლები  და მთელი საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საზოგადოებას შესწევს ამის ძალა, და რომ ყველა ერთად წარმატებას მივაღწევთ განათლების სისტემის  არსებითი რეფორმის საქმეში",- ნათქვამია გია ჟროჟოლიანის განცხადებაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner