logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს: გისამძიმრებთ, კომიკური ნიკა გვარამიას გამო
- +

27 სექტემბერი. 2016. 21:22


„პირდაპირ აანონსებენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ქვეშევრდომი ნიკა გვარამია, რომ დადებენ ეგზიტპოლს, რომელიც შემდეგ უნდა გახდეს რევოლუციის საფუძველი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ  „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს დესტაბილიზაციას.


კობახიძის განცხადებით, ჩანაწერებმა, რომლებიც გავრცელდა  „ნაციონალური მოძრაობის" ბინძური გეგმა გაიშიფრა.


„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა იგეგმებოდა „ნაციონალური  მოძრაობის" ოფისებში, ეს დადასტურდა იმ ჩანაწერით, რომელიც გამოქვეყნდა ინტერნეტის საშუალებით. აქ საუბარია დესტაბილიზაციაზე, რომელიც შეგნებულად უნდა განხორციელდეს „ნაცმოძრაობის" გეგმის მიხედვით, ეს არის ის გეგმა, რომელიც მოფიქრებულია „ნაცმოძრაობის" ლიდერების მიერ, თუმცა აღვნიშნავ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერებს არ აქვთ ამ გეგმის აღსრულების არავითარი რესურსი, მათი დრო არის ნამდვილად წასული.  როდესაც ვუსმენდი ამ ჩანაწერებს, ძალიან მძიმე გასახსენებელი იყო ისიც კი, რომ ეს „შპანა", ეს მარგინალი პოლიტიკოსების ერთობლიობა 9 წლის განმავლობაში მართავდა ჩვენს ქვეყანას. სამწუხარო რეალობა იყო ეს და ეს „შპანა" 4 წლის განმავლობაში სარგებლობს ჯერ კიდევ წამყვანი ოპოზიციური პარტიის სტატუსით.ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ჟონავს „ნაცმოძრაობის" ოფისებიდან, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ინფორმაცია პირდაპირ ემთხვევა იმას, რაზეც იყო საუბარი დღეს.

 

ახლა ვუსმენდი ნიკა გვარამიას ბრიფინგს და საინტერესოა, რომ „ნაცმოძრაობას" ბრიფინგი არ ჩაუტარებია, მაგრამ მისი პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელმა ჩაატარა ეს ბრიფინგი და მან გადაწყვიტა საუბარი „ნაციონალური მოძრაობის" სახელით. ნიკა გვარამიამ ისაუბრა, როგორც გენერალურმა პროკურორმა ყარამანაშვილის ტელევიზიის. 10 წუთის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით „რუსთავი 2"-ის გენერალურ პროკუროზე მაქვს საუბარი იმის გამართლებას, თუ რამდენად ლეგიტიმური შეიძლება იყოს რევოლუცია. აჭრილები არიან, „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, მათ შორის „რუსთავი 2"-ის გენერალური პროკურორი. ძალიან რთული მოსასმენია, ის მარგინალური ლექსიკა, რომლითაც საუბრობდა 10 წუთის განმავლობაში ნიკა გვარამია. დამთავრდა ნიკა გვარამიას დრო, დამთავრდა პეტრე ცისკარიშვილის დრო, მიხეილ სააკაშვილის დრო სამუდამოდ დამთავრდა ამ ქვეყანაში, ამას წერტილი დაესმება 8 ოქტომბერს", - განაცხადა კობახიძემ.


როგორც კობახიძემ აღნიშნა,  „ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია, ბინძური გეგმები დასახოს, მაგრამ ამ გეგმების აღსრულების საშუალება არ მიეცემათ.


როგორც კობახიძე განმარტავს, საქართველოს ყავს ძლიერი ხელისუფლება, რომელიც მთლიანად ფლობს სიტუაციას და "ნაცმოძრაობის" გეგმებს განხორციელება არ უწერიათ.


„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებებით დადასტურებული ის, რომ ინტერაქტივები ყალბდება და იგივე გეგმა არსებობს ეგზიტპოლებთან დაკავშირებით. პირდაპირ აანონსებს ამას მიხეილ სააკაშვილი და მისი ქვეშევრდომი ნიკა გვარამია, რომ დადებენ ეგზიტპოლს, რომელიც შემდეგ უნდა გახდეს რევოლუციის საფუძველი.   იმდენად აჭრილები არიან ეს ადამიანები, რომ პირდაპირ ჩანს ეს ბობოხიძის, ცისკარიშვილის კომენტარებში თავის თავს ეწინააღმდეგებიან. მე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს კონკრეტული გეგმები, რომლესაც განხორციელება არ უწერია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს უსამძიმრებს.


„მინდა სამძირმარი გამოგიცხადოთ იმის გამო, რომ ეს კომიკური ფიგურა ნიკა გვარამია „ნაცმოძრაობის" გენრალური პროკურორი, დასმულია „რუსთავი 2"-ში.  იმედი მაქვს, რომ ეს საბოლოო ჯამში გავლენას არ მოახდენს მომავალში", - განაცხადა კობახიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner