ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს რომ პაატა ბურჭულაძის ბლოკი პარტია „გირჩმა" დატოვა.
,,გირჩმა,, პაატა ბურჭულაძის ბლოკი დატოვა, ოღონდ მართლა",- წერს გრიგოლია.
ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ც იუწყება. ასევე გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ „სახელმწიფო ხალხისთვის" გაერთიანებას „მემარჯვენეებიც" ტოვებენ, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.