logo_geo
eng_logo
შსს-მ ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავა
- +

27 სექტემბერი. 2016. 23:26



მიმდინარე წლის 27 სექტემბერს მოძრაობა „ქართული ძალის" აქტივისტებმა გამართეს არასანქცირებული მსვლელობა თბილისში, გმირთა მოედნიდან მეტრო „მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით. მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს.


შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner