სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. სააპელაციო საჩივარი „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარადგინა, რომელმაც სასამართლოში საჩივრის წარდგენის შემდგო მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების გაუქმებისთვის, კანონით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძვლები გააჩნია.
„საზოგადოებამ იცის, რომ გიორგი პაპუაშვილი ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს. ჩვენ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ვერ მივაღიწეთ იმ აუცილებელ შედეგს, იმ კანონიდან გამომდინარე შედეგს, რომელიც როლანდ ბლადაძეს ქონებრივ უფლებებში აღადგენდა. შესაბამისად, საქმეში არის უამრავი დარღვევა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს სააპელაციო პალატამ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და გიორგი პაპუაშვილს, დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები ჩამორთმეული ქონების მისი პირვანდელი და ერთადერთი მესაკუთრის, როლანდ ბლადაძის მიმართ დაბრუნებასთან დაკავშირებით. მე ვპირდები საზოგადოებას, რომ სააპელაციო სასამართლოში ეს საქმე იქნება წლის საქმე, სადაც გიორგი პაპუაშვილის აუცილებლად დამარცხდება" - განაცხადა მედიისთვის გაკეთებულ განცახდებაში არჩილ კაიკაციშვილმა.
როლანდ ბლადაძის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხვა ახალი მტკიცებულებებიც იქნა წარდგენილი, რომელიც მიუთითებს, რომ 2004-2007-2012 წლებში, სახელმწიფოს ცალკეული საჯარო უწყებების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია არც როლანდ ბლადაძის წერილობით საჩივრებს და არც საპარლამენტო კომიტეტების მიმართვებს. სააპელაციო საჩივის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმხილველმა მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ უკიდურესად ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოქალაქე როლანდ ბლადაძის სარჩელი განხილულ იქნა არაგანსჯად სასამართლოში. კერძოდ, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნები ქვემდებარეობით უნდა განხილულიყო სამოქალაქო წესით, სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. მხარე გაოგნებულია იმ ფაქტითაც, რომ მოსამართლე დიანა ფარქოსაძეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არც ერთ მონაკვეთში არ უმსჯელია 2013 წლის 12 აპრილის პროკურატურის დადგენილებაზე, რომლითაც როლანდ ბლადაძეს არსებული დავის ფარგლებში, გააჩნია იურიდიული ინტერესი დაიბრუნოს წართმეული ქონება. პროკურატურის აღნიშნული დადგენილებით როლანდ ბლადაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, ხოლო დანაშაული, რომლის საფუძველზეც მას ქონება სახელმწიფომ ჩამოართვა და გიორგი პაპუაშვილს გადასცა, დამტკიცებულია, რომ არც არასდროს ჩადენილა და არსებულა.
როლანდ ბლადაძის სააპელაციო საჩივარი, რომელიც 60-ზე მეტი გვერდისგან შედგება, სრულად პასუხობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობას, დარღვეულ საპროცესო უფლებებს და კონკრეტული მაგალითებით გამყარებულია საქმის გამხილველი მოსამართლე დიანა ფარქოსაძის სამოსამართლო უფლებამოისლების განხორციელების პროცესში მიკერძოებულობისა და ყალბი შინაგანი რწმენის არსებობას. სააპელაციო საჩივარი და მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, უახლოესს პერიოდში, მეტი ანალიზისთვის, საზოგადოებისთვის გამოქვეყნდება, ხოლო ინგლისურენოვანი ვერსია მიეწოდებათ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, მათ შორის ევროკავშირს, ევროსაბჭოს და ვენეცის კომისიას.
შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.