logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაკოტრებულია
- +

28 სექტემბერი. 2016. 00:43


„ძალიან მძიმე მოსასმენია ის, რაც არის ამ ჩანაწერში. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურად გაკოტრებულია და გადატრიალების მოწყობას გეგმავენ",- ამ სიტყვებით აფასებს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში  "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერს.


„ძალიან მძიმე მოსასმენია ის, რაც არის ამ ჩანაწერში. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურად გაკოტრებულია და გადატრიალების მოწყობას გეგმავენ. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანის წინააღმდეგ მიდიან. კარგად ესმით, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, არის დესტაბილიზაციის მოწყობა",-განაცხადა კალაძემ.


კალაძის თქმით, ყველა, ვინც ქვეყანაში არეულობის მოწყობას შეეცდება, კანონის წინაშე აგებს პასუხს.


„მინდა დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომ არაფერი გამოუვათ, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ვფლობთ და ვაკონტროლებთ სიტუაციას. ვერავინ გაბედავს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას. ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესებში იქნება ჩართული, პასუხს აგებს კანონის წინაშე. აშკარად ჩანს, რომ ეს მარგინალების დაჯგუფება წარსულშია ჩარჩენილი",-განაცხადა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner