დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირი, მასშტაბური პროექტის, „ახალი ტფილისის" პირველი ეტაპია. პროექტი უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 7 თვის განმავლობაში დასრულდა.
პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეიცვალა და აღდგა შენობების სახურავები, კონსტრუქციულად გამაგრდა შენობა-ნაგებობები, ავთენტური იერსახით აღდგა შენობების ფასადები და მათზე არსებული ისტორიული ორნამენტები.