logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: ამ ჩანაწერის ფიგურანტები აიყვანეთ და საქმე აღძარით!
- +

28 სექტემბერი. 2016. 02:05


ლექტორი ზაზა სიამაშვილი „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სუს-ს, შსს-ს, კონტრდაზვერვის სამმართველოს მოუწოდებს იმოქმედონ. 


„სუს-ს, შსს-ს, კონტრდაზვერვის სამმართველოს: შუადღე იყო, რომ ვიკითხე, - სახელმწიფოა თუ აკვარიუმითქო და მაინტერესებს : რატომ არ მოქმედებთ დადგენილი კანონით? რამდენიმე მუხლი საკმარისია, რომ დააკავოთ და რატომ ხართ პასიურად? კიდევ რა სამხილი გჭირდებათ? აუცილებლად ელით, რომ საზოგადოება გამოვიდეს? თქვენ ხომ იცით, რომ ამ ნაძირლებს არჩევნებამდე თუ მივუშვებთ და რამე პროცენტი დაუწერა საარჩვნო კომისიამ, მონაგონი იქნება ყველაფერი, - სახლებში შეუვარდება გამწარებული ხალხი! კეთილი ინებეთ და აიყვანეთ ამ ჩანაწერის ფიგურანტები და აღძარით საქმე! დაკეტეთ და გაამკაცრეთ ყველა საზღვარი - საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო! არ გაუშვათ არცერთი მათგანი!"-წერს ზაზა სიამაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner