ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ნუგზარ წიკლაურის, პეტრე ცისკარიშვილის, აკო მინაშვილის,გიგი წერეთელის სასწრაფოდ დაკავება და ბრალი წაუყენება უნდა მოხდეს.
„საქართველოს პროკურატურა,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,უსაფრთხოების სამსახური, სასწრაფოდ დააკავეთ სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ორგანიზატორები: ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკო მინაშვილი,გიგი წერეთელი და ბრალი წაუყენეთ. ოდესაში შემძვრალ ,,ვირთხას,, მიხეილ სააკაშვილს, ამაზე მეტი რა უნდა მოვისმინოთ,რევოლუციას ელოდებით? მკაცრად დასაჯეთ ქვეყნის მტრები, ამას ითხოვს სრულიად ერი!"