რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 15 მარტიდან სირიიდან შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილის გაყვანის დაწყების განკარგუება გასცა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს წინაშე არსებული ამოცანები ძირითადად შესრულებულია. ამიტომ გავცემ ბრძანებას, ხვალიდან დავიწყოთ სირიის არაბული რესპუბლიკიდან ჩვენი სამხედრო დანაყოფის ძირითადი ნაწილის გაყვანა", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 2015 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო.
2016 წლის 27 თებერვლიდან სირიაში აშშ-ისა და რუსეთის შეთანხმებით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს.