logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებისთვის დიდი ხანია ემზადება
- +

ავტორი ანა ფერაძე

28 სექტემბერი. 2016. 03:03



ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორთნ" წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ პროვოკაციებისთვის ემზადება.



„რა თქმა უნდა, პროვოკაციები მოსალოდნელია და ამისთვის „ნაციონალური მოძრაობა" უკვე ემზადება. ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ ვამბობდი. თავის დროზე სწორად რომ შეფასებულიყო „ნაციონალური მოძრაობის" ბიოგრაფია და მისი მოქმედებები 9 წლის განმავლობაში, დღეს შესაძლოა ამ სიტუაციამდე არ მივსულიყავით.

 

გარდა ქუჩის ექსცესებისა, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაგეგმილი იყო საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მედიასაშუალებებით, სოციალური ქსელებით, რაც გულისხმობდა მმართველ ძალაზე ცუდი შთაბეჭდილების შექმნას, რომ „ქართული ოცნება" არაფრის გამკეთებელია, უუნაროა. ხის გადარგვის ფაქტიც კი პოლიტიკურ რანგში გაიყვანეს", - აღნიშნა არეშიძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner