logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეების არჩევანის წინააღმდეგ მიდის
- +

28 სექტემბერი. 2016. 03:50


 

„ვერავინ  გაბედავს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას, რა მცდელობაც არ უნდა იყოს მათი მხრიდან, რომ ეს განახორციელონ, ეს მათ არ გამოუვათ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად  და ყველა ის ადამინი, ვინც ჩართული იქნება ამ პროცესებში, მაქსიმალურად, კანონის წინაშე აგებს პასუხს",- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში განაცხა.

კალაძემ აღნიშნა,  რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.


„რაც შეეხება  აუდიო ჩანაწერს, ძალიან მძიმე მოსასმენია, რაც მოისმინა საზოგადოებამ. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკურად გაკოტრებულები  არიან და გეგმავენ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანის წინააღმდეგ მიდიან.

 

საუბარშიც კარგად იკვეთება, რომ ესმით,  არჩევნები წაგებული აქვთ და ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ არის დესტაბილიზაციის მოწყობა, არეულობა და დაპირისპირება.

 

მე მინდა დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომ ვერავის, ვერაფერი ვერ გამოუვა, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ვფლობთ და ვაკონტროლებთ სიტუაციას, ქვეყანაში არის სტაბილური მდგომარეობა, მშვიდი საარჩევნო გარემო.

 

ვერავინ  გაბედავს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას, რა მცდელობაც არ უნდა იყოს მათი მხრიდან, რომ ეს განახორციელონ, ეს მათ არ გამოუვათ.

 

 ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად  და ყველა ის ადამინი, ვინც ჩართული იქნება ამ პროცესებში, მაქსიმალურად, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

 

აშკარად ჩანს, რომ მარგინალების ეს დაჯგუფება კიდევ წარსულშია ჩარჩენილი, აქ საუბარი მიდიოდა კადაფიზაციაზე, ხელკეტებით გაუპატიურებაზე და აშ.

 

ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ დაბრუნდეს წარსულში. ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში.

 

მათ მოახერხეს და შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს მოქალაქეებს, იყო უამრავი პატიმარი, გაუბედურებული ოჯახები, გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ციხეებში, როგორ უსწორდებოდნენ ადამიანებს.

 

ბატონი ბობოხიძე ისეთ სიამაყით ამბობს, რომ მას სამხედრო გადატრიალებაშიც კი აქვს მონაწილეობა მიღებული, თითქოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა.

 

უნდა დადგინდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა, გამოძიება დღეს დაიწყო. მოხდება ყველა იმ პიროვნების დაკითხვა, ვინც  მონაწილეობს ამ საუბარში და შესაბამისად  კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რაც მთავარია არჩევნები ჩავატაროთ ძალიან მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა", - განაცხადა კალაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner