logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: დღეს თსუ შველას ითხოვს!
- +

14 მარტი. 2016. 23:31


 

განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე თსუ-ში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


„თსუ- თან მიმართებაში შეგნებულად არ ვაკეთებდი განცხადებას მიუხედავად იმისა, რომ ვარ თაობით თსუელი, ვარ თსუ- მეცნიერებათა დოქტორი და ლექტორი. ვერიდებოდი იმიტომ, რომ წარმოვადგენ განათლების სამინიტროს და ვერიდებოდი იმიტომ, რომ წარმოვადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას და ეს არ აღქმულიყო გარკვეული ტიპის ჩარევად.

 

თსუ - ში პროცესი მიმდინარეობდა "ავტონომიურობის" ფარგლებში რაც ძალიან ბუნებრივი და ჯანსაღია, როდესაც ხდება აზრის დაფიქსირება ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი კანონით დაშვებული ფორმით. ეს ძალიან კარგია.

 

თუმცა როდესაც სტუდენტი სტუდენტს ხელით ეხება და ხდება ფიზიკური, რაღაც პარტიზანული დაპირისპირებები თსუ- დერეფნებში ეს ცდება ყველანაირ საზღვებს და პრინციპებს. გული მტკივა, რომ ჩემი თსუ გადაიქცა პოლიგონად.

 

ჩემთვის მთავარი ინტერესი არის თსუ- ავრორიტეტი და თსუ- იდეა როგორც ასეთი, რომელიც ეს დღეებია რაღაც ომს დაემსგავსა.

 

თსუ იყო ერთიანი, თსუ იყო ურთიერთობა და ჩვენ ყველას გვეამაყება უნივერსიტეტელობა.

 

საერთოდ არ მაინტერსებს ამას ვინ როგორ ჩარევად შეაფასებს. დღეს თსუ შველას ითხოვს. აბსოლუტურად ყველანაირი სტატუსის გარეშე მე როგორც თსუ- ბაკალავრი, როგორც მაგისტრი, როგორც დოქტორი, როგორც ლექტორი, როგორც თსუ-ელების შვილი, როგორც თსუ- პროფესორის შვილი ვდგავარ და ვიდგები ჩემი მეორე სახლის, ჩემი თსუ- ინტერესების გვერდით!"


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner