"ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით წერს:
„თავისუფლების მოედანზე იკრიბება ზღვა ხალხი, გაიშალა ათასობით კარავი, დამონტაჟებულ სცენაზე "ჰერიო ბიჭებოს" სიმღერით ამხნევებს მომიტინგეებს სოფო ნიჟარაძე, "ბექებში" დგას ნინა წკრიალაშვილი. ანზორ მელიას სუიციდი გადაუფიქრებია და აქციის სახალხო სამედიცინო პუნქტს ხელმძღვანელობს.
სიმღერის შემდეგ სცენიდან ამაყად მიმართავს შეკრებილ ერს აკო მინაშვილი პატრიოტული ტონალობით და ამცნობს, რომ კოლონები მთელი საქართველოდან დაიძრა. სათნო და სათუთი თავისუფალი ზონის აქტივისტები ხალხს პლედებით და საჭმლით ამარაგებენ.
თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია და თეა თუთბერიძე გარინდულან მოლივლივე ხალხის მასებში და გრძნობენ ერის სიყვარულს. აქციას თავისუფლების მოედნის მხრიდან უერთდება ანი ნადარეიშვილი ხელში უზარმაზარი ტრანსფარატით, წარწერით " დაისაჯონ პოლკოვნიკ თეთრაძის მკვლელები".
აქციაზე სკაიპით ერთვება ზურაბ ადეიშვილი და მოუწოდებს ბიზნესმენებს გათავისუფლდნენ ივანიშვილის მარწუხებისგან და დააფინანსონ რევოლუცია. სანაცვლოდ ბიზნესის სრულ თავისუფლებას პირდება.
სცენიდან ირმა ნადირაშვილი მოუწოდებს ტელევიზიებს, რომ გააშუქონ რევოლუცია და ნუ იღებენ დირექტივებს პრემიერის ადმინისტრაციიდან, ქადაგებს მედიის თავისუფლებაზე და ჯიბიდან იღებს ციხიდან ვანო მერაბიშვილის მიმართვას სადაც ვანო წერს: " თანამემამულენო, ვიცი და ვგრძნობ როგორ ირღვევა თქვენი უფლებები. დაუდექით რევოლუციას გვერდით და მე ვიქნები ადამიანის უფლებების გარანტი".
აქციას ჩიტაძის ქუჩიდან უერთდება ხათუნა კალმახელიძე ტრანსფარატით ხელში წარწერით "შეწყდეს ციხეებში არაადამიანური მოპყრობა და წამება".
აქციაზე იმყოფება ლელა კილაძეც, რომელიც აპროტესტებს გაქსუებული ჩინოვნიკების ცოლების და საყვარლების "გულავს" ბიუჯეტის ხარჯზე. ამავე პროტესტს იზიარებს თაკო სალაყაია, სოფო ნიჟარაძე, მარიამ საჯაია და ა.შ. ასევე ალინა, რომლის ბანერზეც წერია "შეწყდეს ხალხის ფულის გადარიცხვა სტრიპტიზბარებში" სტრიპტიზ კლუბ დივას ლოგოთი.
სანზონიდან კოლონას გუგულა მოუძღვება, რომლის ბანერზეც წერია "აიკრძალოს ხელზე მაზები და ახალგაზრდობის განადგურება".
აქციას პანკისის ხეობიდან პეტრე ცისკარიშვილის მომხრეები უერთდებიან ბანერზე წარწერით "დაისაჯონ ნარკომოვაჭრეები".
აქციაზე არ ჩანს ნიკა რურუა. აგვიანებს, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჯაბა იოსელიანის საფლავს გვირგვინით ამკობს.
აქციას შემოუერთდა პროფესორ-მასწავლებლების დიდი კოლონით გიული ალასანია ბანერზე წარწერით "დაუბრუნდეს ხალხს პრემიერის დედაზე ერთ ლარად გადაცემული სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობები".
სცენიდან სანდრას მეგრული ჰანგები გაისმა... აქცია გაირინდა და მადლიერების ნიშნად ხალხი მზად იყო საკუთარი თირკმელიც კი შეეწირა რევოლუციისათვის.
ხალხი ირეოდა, ნიკანორ მელიას თვალზე ცრემლი მოადგა 7 ნოემბერი გაახსენდა და თვალი კუთხეში მიგდებული შავი ნიღბისკენ გაექცა.
აქციას შემოუერთდნენ ხათუნა გოგორიშვილი და მიშა მაჭავარიანი ბანერზე წარწერით "ნუ აყალბებთ არჩევნებს" თან რუსთავი 2 ს ინტერვიუ მისცეს რომ აქციაზე იმყოფება 244 341 მომიტინგე და პაატა იაკობაშვილი ახცადებს, რომ დაზუსტებული ინფორმაციით აქციაზე იმყოფება 432 122 მომიტინგე.
კოლონა დაიძრა გორიდან ბადრი ბასიშვილის ხელმძღვანელობით წარწერით ბანერზე "დასრულდეს ზონდერების პარპაში".
ასევე კოლონა დაიძვრა ზუგდიდიდან როლანდ ახალაიას ლიდერობით წარწერით ბანერზე "შეწყდეს ცხოველებზე სექსუალური ძალადობა, განსაკუთრებით თხებზე".
და აი ისიც, სცენაზე, მონიტორზე ერთვება მიშა, ხელში "ლაფათით" და იწყებს თხრას სოლოლაკამდე.
აქციის სიტუაციას აშკარად ამცდარა გიორგი კანდელაკი, რომელიც მხოლოდ ავტომობილ "მაზდას" ლოგოს აპროტესტებს და ითხოვს წილს, ვინაიდან ლოგო მისი წარბების დიზაინიდან არის გადაღებული.
მიშა თხრის, ქარავანი მიდის... ნეტარ არიან მორწმუნენი..."