2030.news-ის ცნობით,"ნაციონალური მოძრაობის" წევრები სუს-ის თანამშრომლების მიერ მიტანილ დაკითხვის უწყებებს არ იბარებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მისულ სუს-ის თანამშრომლებს პარტიის ლიდერები აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დახვდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაბარების უწყებები მიიტანეს.