„ან რა შეიძლება იყოს ამ წინადადებაში დამონტაჟებული?!", - ამ სიტყვებით აფასებს პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერს.
„ჩანაწერში ამბობენ, მოვალთ და ჯოხებით გავაუპატიურებთ ადამიანებსო და მათი "საყველაფრო გამპრავებლები" გაიძახიან, შინაარსს ნუ მიაქცევთ ყურადღებასო. აბა რას უნდა მიექცეს ყურადღება, ჯოხის ფორმას?!
ან რა შეიძლება იყოს ამ წინადადებაში დამონტაჟებული?!" - წერს მაღლაფერიძე.