logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: მიტევების კვირა დაიწყო მიუტევებელი შანტაჟით!
- +

14 მარტი. 2016. 23:37



მიტევების კვირა დაიწყო მიუტევებელი შანტაჟით!"- ასე აფასებს მედიაკავშირ „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებას ინტერნეტ სივრცეში.



შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ცნობადი ფიგურის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. მოგვიანებით ვიდეო სამართალდამცველებმა დაბლოკეს, თუმცა დღეს მსგავსი შინაარსის ვიდეო კვლავ გავრცელდა.



ვიდეოს ფაილთან ერთად გამავრცელებლები ტექსტურ შეტყობინებასაც ურთავენ, სადაც აღნიშნულია, რომ მსგავსი სახის დამაშანტაჟებელი ვიდეოები შესაძლოა კვლავ განთავსდეს ინტერნეტში, რომელშიც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ფიგურირებენ.


აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner