logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ხიდაშელს შეეძლო ოპოზიციაში წასვლა არა მინისტრობის შემდეგ, არამედ მაშინვე
- +

28 სექტემბერი. 2016. 04:48

 


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თინა ხიდაშელთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ თუ „რესპუბლიკელებს" პრინციპულად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ, ჯერ კიდევ კოალიციაში ყოფნის დროს უნდა გამოეხატათ.

 

„თუ „რესპუბლიკელებს" პრინციპულად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ, ჯერ კიდევ კოალიციაში ყოფნისას გამოეხატათ და ოპოზიციაში გადასვლას არ დალოდებოდნენ. მაგალითად, თინა ხიდაშელმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს უშლიდაო. ეს პრინციპული საკითხია და ღირსეული პოლიტიკოსი ამაზე მინიმუმ პრეტენზიას ხმამაღლა თავიდანვე განაცხადებდა და ბოლოს და ბოლოს, 2013 წელსვე წავიდოდა ოპოზიციაში. ეს ხომ არ არის რიგითი საკითხი, რატომ ხარ ჩუმად, მეტიც, მთავრობის წევრიც კი ხდები?! მურუსიძის საკითხზე კრიტიკა პირადად მე პარლამენტის ტრიბუნიდანაც გავაჟღერე, მაგრამ მეორეა, რამდენად შემეძლო გავლენა მომეხდინა იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებზე, სადაც პარლამენტი არ მონაწილეობს.

 

ქალბატონ თინას შეეძლო ოპოზიციაში წასვლა არა მინისტრის პორტფელის დატოვების შემდეგ, არამედ მაშინვე. ამ შემთხვევაში იქნებოდა გულწრფელი, მაგრამ ბოლომდე გამოიყენო ყველა შესაძლებლობა, არ მიმაჩნია სწორად..." - ამბობს მანანა კობახიძე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner