logo_geo
eng_logo
ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი გარდაიცვალა
- +

28 სექტემბერი. 2016. 11:31



ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თელ-ავივის საავადმყოფოში ორი კვირის წინ ინსულტის დიაგნოზით დააწვინეს.



შიმონ პერესს ორჯერ ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი, 2007 წლიდან 2014 წლამდე კი ისრაელის პრეზიდენტი იყო.



1994 წელს მან პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების გამო ნობელის პრემია მიიღო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner