ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თელ-ავივის საავადმყოფოში ორი კვირის წინ ინსულტის დიაგნოზით დააწვინეს.
შიმონ პერესს ორჯერ ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი, 2007 წლიდან 2014 წლამდე კი ისრაელის პრეზიდენტი იყო.
1994 წელს მან პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების გამო ნობელის პრემია მიიღო.