თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, რაც სირიაში მოსკოვის ქმედებებს უკავშირდება.
მისი თქმით, ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური სანქციების შესაძლო ამოქმედებას არ გამორიცხავს, რადგან „ფინანსური სანქციები არის ქმედითი ინსტრუმენტი აშშ-ის ინტერესების დასაცავად მთელ მსოფლიოში".
ჯოშ ერნესტის განცხადებით, ბოლო დღეებში სირიაში სიტუაცია გამწვავდა.