logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: დღეს მივდივარ სახლში, ხვალ დავბრუნდები უნივერსიტეტში...
- +

14 მარტი. 2016. 23:59



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა დასრულდა. უნივერსიტეტის რექტორმა, ლადო პაპავამ უნივერსიტეტი უკვე დატოვა და ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.


დღეს მივდივარ სახლში, ხვალ დავბრუნდები უნივერსტიტეტში და ორივე მხარის წარმომადგენლებს შევხდები", - აღნიშნა ლადო პაპავამ.


ლადო პაპავას კომენტარს უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ოვაციებით შეხვდა, ნაწილი კი კვლავ მის გადადგომას მოითხოვდა.


დღეს გავრცელდა ინფორმაცია აკადემიური საბჭოს ზოგიერთი წევრის მხრიდან, რომ ლადო პაპავა თანამდებობას ტოვებს. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ოთხმეზურმა, კი  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბჭოს ხუთ წევრს ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნაზე ხელი უკვე მოწერილი აქვს. თსუ-ს აკადემიური საბჭო 15 წევრისგან შედგება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner