პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე „facebook"-გვერდზე წერს, რომ პაატა ბურჭულაძე ჯერ დამწყები პოლიტიკოსია და, ცხადია, არც შეცდომებისგან არის დაზღვეული.
„პაატა ბურჭულაძე ჯერ დამწყები პოლიტიკოსია და, ცხადია, არც შეცდომებისგან არის დაზღვეული, მთავარია, გული არ გაიტეხოს, წინ კიდევ ბევრი არჩევნებია - ერთხელ თუ არ გამოუვიდა, მეორედ გამოუვა; მეორედ არ გამოუვა, მესამედ გამოუვა; მესამედ არ გამოუვა, მეოთხედ გამოუვა და თუ არ გამოუვა, ამასობაში საკმარის გამოცდილებას შეიძენს და მიხვდება, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.