logo_geo
eng_logo
მარტინ შულცი: ევროკავშირი ღრმა კრიზისშია
- +

28 სექტემბერი. 2016. 13:09



ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმა ტელეკომპანია „France 24"-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი ღრმა კრიზისშია, რადგან წევრ სახელმწიფოებს შორის ერთობა არ არის.



ბრატისლავაში გამართული ევროკავშირის არაფორმალური სამიტიწინგადადგმულ ნაბიად" ვერ ჩაითვლება", - აცხადებს შულცი.



ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა „France 24"-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი „ეგზისტენციალურ" კრიზისშია. მისი თქმით, ევროკავშირის სიძლიერე დამოკიდებულია მხარდაჭერაზე წევრი სახელმწიფოებისგან.



ერთობლივ ინტერვიუში შულცმა და იუნკერმა, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გააკრიტიკეს მიგრანტების გადანაწილების საკითხში მათი პოზიცის გამო. მათი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს სოლიდარობის პრინციპი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ფინანსური დახმარება სჭირდებათ ან რუსეთის მხრიდან საფრთხეს გრძნობენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner