logo_geo
eng_logo
ეროვნული ბანკი: კურსის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები
- +

28 სექტემბერი. 2016. 13:18



ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე საგარეო შოკის გავლენა ამოწურულია და კურსის მერყეობა გამოწვეულია მხოლოდ დროებითი ფაქტორებით - რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები.



განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია, მათ შორის სავალუტო პოლიტიკის ნაწილში, 2013 წლიდან განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.



როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ხოლო ეროვნული ბანკის ინტერვენციების ერთ-ერთი მიზანი გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობების შემცირებაა.

 

შესაბამისად, როდესაც ცალკეული მსხვილი ნაკადები პოტენციურად იწვევენ კურსის გადაჭარბებულ მერყეობას, და თუ ფუნდამენტური ფაქტორები იძლევა ამის შესაძლებლობას, ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ცდილობს მის შერბილებას.

 

ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე საგარეო შოკის გავლენა ამოწურულია და კურსის მერყეობა გამოწვეულია მხოლოდ დროებითი ფაქტორებით - რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები. სწორედ ამ მოკლევადიანი მერყეობების შესარბილებლად განხორციელდა ბოლო ინტერვენციები. მსგავსი ჩარევები ეროვნულ ბანკს ადრეც განუხორციელებია და, ბუნებრივია, მომავალშიც განახორციელებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ჩაერევა ნებისმიერი მერყეობის დროს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner