სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ზოგადად, ასეთი ტიპის საქმეებზე პირველი რაც კეთდებ, არის ის, რომ ინიშნება ფონოსკოპიური ექსპერტიზა მონტაჟის კვალთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით.
„რამდენადაც მე ვიცი, გამოძიებამ ეს ექსპერტიზები დანიშნა. შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, ვინაიდან ექსპერტიზის პასუხი არის ერთ-ერთი საფუძველი ასეთი ტიპის საქმეებში გამოძიების მიმართულების მიცემის. ეს არის ის, როგორ ვუყურებ წმინდა სამართლებრივად ამ საკითხს. ზოგადად საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია, ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ, ვინაიდან საკვანძო მიმართულებას ასეთი ტიპის და კატეგორიის საქმეებზე ექსპერტის დასკვნა იძლევა", - განაცხადა კახიშვილმა.
კითხვაზე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შემთხვევაში, რამდენად მზადაა სასჯელაღსრულების სამინისტრო, კახიშვილის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის სასჯელის აღსრულების სამინისტრო, „შესაბამისად, თუ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჩვენ მას აღვასრულებთ".
„მითუმეტეს, რომ ციხეებში გადატვირთულობის პრობლემები აღარ არის, ასე რომ, ამ კუთხით პრობლემებს ვერ ვხედავ", - განაცხადა კახა კახიშვილმა.