logo_geo
eng_logo
„პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, ხელისუფლება უკანონო გზით ჩაიგდოს ხელში, უნდა მოიკვეთოს ქართული პოლიტიკიდან“
- +

28 სექტემბერი. 2016. 13:36



გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილ გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა ადამიანი, პოლიტიკური ჯგუფი, ინდივიდი პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, რომ ხელისუფლება უკანონო გზით ჩაიგდოს ხელში, ხელი შეუშალოს ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარების გზას, უნდა მოიკვეთოს ქართული პოლიტიკიდან.



წმინდა სამართლებრივად ამ საკითხს, ბუნებრივია, სასამართლო და საგამოძიებო უწყებები შეაფასებენ. მაგრამ მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, მინდა გითხრათ, რომ კითხვის ნიშნები არ მაქვს. მოვლენათა განვითარების ლოგიკა, ისტორია იმ შინაარსის მიმართ, რაც მოვისმინე, ჩემთვის კითხვის ნიშნებს არ ბადებს. ჩემთვის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, პოლიტიკური ჯგუფი, ინდივიდი პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, რომ ხელისუფლება უკანონო გზით ჩაიგდოს ხელში, ხელი შეუშალოს ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარების გზას, უნდა მოიკვეთოს ქართული პოლიტიკიდან კანონის მთელი სიმკაცრით", - განაცხადა აგულაშვილმა.



მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის პირადად ჩანაწერის შინაარსი კითხვის ნიშნებს არ ბადებს.



თუ გავითვალისიწინებთ 2003 წლიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებს, ვის ახასიათებდა და ახასიათებს პროვოკაციები, ჩემთვის ეს არის მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის ნაწილი", - განაცხადა აგულაშვილმა.



მინისტრი მიიჩნევს, რომ ყველა კანონმორჩილ ადამიანს აქვს ვალდებულება, რომ იქ მივიდეს, სადაც არსებობს კითხვები, „მითუმეტეს, ასეთი მსგავსი ძალიან მძიმე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ".



როგორც მოვისმინე, მათ მოითხოვეს, რომ გამოძიება მათთან მივიდეს, მე არ გამივრიცხავ, რომ ეს ასეც გაკეთდეს, რადგან სახელმწიფო და ქვეყნის ინტერესები, დემოკრატიის განვითარების ინტერესები ზუსტად მოითხოვს იმას, რომ ამ შემთხვევაში არ შევიდეთ ამ ადამიანებთან კინკლაობაში და მივიღოთ აბსოლუტურად ყველა ზომა იმისთვის, რომ მთლიანად საზოგადოება ლოგიკურ-სამართლებრივ დასკვნებამდე მივიდეს", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner