საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის არის საკმაოდ კარგი სათადარიგო მოთამაშე, რომელსაც უყვარს სამშობლო და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში.
„60 წელს გადავაჭარბე, სათადარიგო მოთამაშედ ვეღარ ჩავითვლები, არც მაქვს სურვილი, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი არის კარგი ვარიანტი ამისთვის. ირაკლი არის უნიკალური მოვლენა და გავუფრთხილდეთ. მას უყვარს სამშობლო. ყოველ წუთს და ყოველ წამს აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაბრუნდება და კარგია, რომ ეს ესეა. ირაკლი ღარიბაშვილი თავად ცდილობს ბიზნესის რაღაც დარგში, აქაც შევთავაზე ჩემი დახმარება. ცოტა გაუხანგრძლივდა შერჩევის პროცესი. პოლიტიკური მზაობაც აქვს, კარგ ფორმაშია, მეოთხე შვილი შეეძინათ, გოგონა, სამი ბიჭის მამა იყო. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს, რომ კარგია, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი სათადარიგო მოთამაშეები გაჩდნენ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.