logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: კანდიდატურებს ვხსნით „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ!
- +

ავტორი ანა ფერაძე

28 სექტემბერი. 2016. 14:19



პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა ია მეტრეველმა „ქართული ოცნების" წევრის სასარგებლოდ თავის კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ია მეტრეველმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა. ასევე „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების სასარგებლოდ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები დათო მუჭაურმა და მიხეილ ნემსიწვერიძემ.



„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" გუნდის ორი  წევრი და მე დღეს ვხსნით კანდიდატურებს „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, რადგან არ ვაპირებ, „ნაციონალური მოძრაობის" - ქვეყნის დაუძინებელი მტერის სასარგებლოდ წისქვილზე წყალი დავასხა. გადავწყვიტე, არ გავუყო ხმები „ქართული ოცნების" კანდიდატს და მოვხსნა მის სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა.

 

ჩვენი პარტიის წევრებმა დათო მუჭაურმა და მიხეილ ნემსიწვერიძემ ასევე საჭიროდ ჩათვალეს, მოეხსნათ თავიანთი კანდიდატურები „ქართული ოცნების" სასარგებლოდ.  ჩვენ ისევ ვიქნებით  „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" გუნდში და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ვისაც ჩვენი პარტიის, ჩვენი პატრიოტობის სჯერა, მხარი დაგვიჭირონ", - აღნიშნა ია მეტრეველმა.

 


 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner