logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არ დავუშვებთ, რომ ვიღაცებმა სისხლისღვრა და გადატრიალება განახორციელონ
- +

28 სექტემბერი. 2016. 14:21

 


„ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა (მიხეილ სააკაშვილისა „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბარი), სადაც რევოლუციურ სცენარზეა საუბარი. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია არჩევნების მსვიდობიანად ჩატარება და არ დაუშვებენ არანაირ სისხლისღვრასა და პროვოკაციებს.



„არავის არაფერი გამოუვა. ჩვენი მთავარი მიზანია არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა ექნება, მოსახლეობას თავისი ხედვა გააცნოს. არ დავუშვებთ, რომ ვიღაცებმა სისხლისღვრა და გადატრიალება განახორციელონ. ამაზე მიუთითებს „თავისუფალი ზონის" განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა. მათ კარგად იციან, რომ არჩევნები აქვთ წაგებული და მათი გადარჩენის გზა მხოლოდ დესტაბილიზაცია, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაიწყონ გამოძიება და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში", - განაცხადა კახა კალაძემ.




 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner