logo_geo
eng_logo
„Golden Tulip“-ის მენეჯმენტით საქართველოში 5 ახალი სასტუმრო გაიხსნება
- +

28 სექტემბერი. 2016. 14:31

 

 

„Golden Tulip"-ის მენეჯმენტით საქართველოში კიდევ 5 სასტუმრო გაიხსნება, მათ შორის, თბილისში, თელავში, წყალტუბოსა და ბორჯომში, - ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელის „Louvre Hotels Group"-ის რეგიონულ პრეზიდენტის ამინ მოუკარზელის შეხვედრისას, რომელიც ბორჯომში განახლებული სასტუმრო „ფირუზას" პრეზენტაციისას შედგა.


შეხვედრის შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის „Golden Tulip"-ის" ფუნქციონირების დაწყებას. მისი განცხადებით, ინფორმაცია ბორჯომის სასტუმრო „ფირუზას" შესახებ გავრცელდება საერთაშორისო სასტუმროების აღნიშნული ქსელის 5000-მდე სასტუმროში, ასევე „Golden Tulip"-ის" ყველა მარკეტინგულ აქტივობაში მოხვდება საქართველო და ბორჯომი. „ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს საერთაშორისო პრომოციისთვის და უცხოეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.      


2016 წელს „ფირუზას" მფლობელმა კომპანიამ „ვორლდფაუნდ იუნივერსალ"-მა გააფორმა კონტრაქტი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ სასტუმროების ქსელთან „Golden Tulip".  


„Golden Tulip" შედის „ლუვრის სასტუმროების ჯგუფში" (Louvre Hotels Group) და წარმოადგენს 4-ვარსკვლავიან სასტუმროს. „ლუვრის სასტუმროების ჯგუფი" მე-8-ე ადგილზეა მსოფლიოს წამყვან სასტუმროებთა ქსელებში ხოლო მე-2-ე ადგილზე ევროპის მასშტაბით. უშუალოდ „Golden Tulip"-ს 140-მდე სასტუმრო აქვს 34 ქვეყანაში.


„Louvre Hotels Group"-ში ასევე შედის ისეთი ცნობილი სასტუმროების ქსელები, როგორიცაა „Première Classe", „Campanile", „Kyriad", „Kyriad Prestige", „Tulip Inn", „Royal Tulip".


„Golden Tulip"-ის ბრენდით მომდევნო სასტუმრო თელავში, ყოფილ „ინტურისტში" გაიხსნება. კომპანია „ვორლდფაუნდ იუნივერსალი" ამჟამად იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს. თელავში 150 ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იქნება.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner