შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული გ.კ., 1984 წელს დაბადებული მ.ქ. და 1987 წელს დაბადებული გ.ჩ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხულიგნობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. ამავე ფაქტზე ბრალი ასევე წარედგინათ 1987 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს, 1978 წელს დაბადებულ თ.ჯ.-სა და 1988 წელს დაბადებულ მ.ო.-ს, რომელიც ამჟამად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით),