logo_geo
eng_logo
„მემარცხენე ალიანსი“ შალვა ნათელაშვილის დაკითხვას მოითხოვს
- +

28 სექტემბერი. 2016. 15:16



„მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარე კახა ძაგანიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა.



ძაგანიას თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში დახურულ თათბირზე, თანაგუნდელებს არჩევნების დასრულების შემდეგ, ფულის სანაცვლოდ, ხალხის მობილიზება დაავალა. ძაგანიას თქმით, ნათელაშვილი შეკრულია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის მითითებებს ასრულებს. 



ძაგანიამ მთავარ პროკურატურას მოუწოდა, მისი განცხადების საფუძველზე დაჰკითხონ შალვა ნათელაშვილი და მოწმის სახით, თავად „მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარეც.



ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების აუდიოჩანაწერი 27 სექტემბერს გავრცელდა, სადაც თანაგუნდელები არჩევნებისთვის რევოლუციური ფონის შექმნის შესახებ საუბრობენ. გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო. 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner