logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: დასრულდა მითი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ორგანიზაციობის შესახებ
- +

ავტორი ანა ფერაძე

28 სექტემბერი. 2016. 15:23



რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფიგზე მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის  გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გააკეთა კომენტარი.




„საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა მითი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ორგანიზაციობის შესახებ. ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც ტერორის გარდა სხვა არაფერი გაუკეთებია ქვეყანაში.

 

„ნაციონალური მოძრაობის" მენტალობა არასდროს  შეიცვლება. ამის მაგალითია პეტრე ცისკარიშვილის ამაზრზენი და შემაძრწუნებელი განცხადება, როცა მან კადაფის მაგალითი მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ნორმალური ადამიანი კადაფის მომხრე და მხარდამჭერი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, აი, ასეთი მენტალობა აქვს პეტრე ცისკარიშვილს, ნიკა რურუას, გია ბარამიძეს, გიგა ბოკერიას და ა.შ. და ისინი დღეს პრეტენზიას აცხადებენ საქართველოში არა მარტო პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, არამედ  ძალაუფლებაზე. ეს ყველაზე სავალალო და სამარცხვინოა.

 

ყველაფერი ის, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, აბსოლუტურად  საკმარისია  იმისთვის, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვას „ნაციონალური მოძრაობის" ბოროტ სექტას", - აღნიშნა ხაინდრავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner