logo_geo
eng_logo
26 მაისის საქმეზე ბრალდებული გია ლორთქიფანიძე საქართველოში ჩამოსვლას 15 ოქტომბერს გეგმავს
- +

28 სექტემბერი. 2016. 15:31



შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.


ლორთქიფანიძის განცხადება სასამართლოში მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა წაიკითხა.



განცხადების თანახმად, 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გია ლორთქიფანიშე მზადაა გამოცხადდეს როგორც სასამართლოში, ასევე საგამოძიებო ორგანოებებში, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად. განცხადებაში ლორთქიფანიძე ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ბრალის წაყენება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.



ჩემი ბრალდების საქმე ეყრდნობა 2013 წელს დაკითხულ მოწმეებს და არავითარი ახალი მტკიცებულება .. 26 მაისის საქმეზე არ არსებობს. ამ საქმეზე რამდენჯერ დაკითხული ვარ, მათ შორის სასამართლოში.

 

2016 წლის სექტემბერში, როდესაც პროკურატურაში დამიბარეს, მე ვიყავი უკრაინის უმაღლეს რადაში ძალი მნიშვნელოვან საკომიტეტო მოსმენაზე, ამიტომ მე ვერ მოვახერხებდი ამ დროს საქართველოში ჩამოსვლას ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე", - ნათქვამია გია ლორთქიფანიძის განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner