logo_geo
eng_logo
გია ლორთქიფანიძეს პატიმრობა შეეფარდა
- +

28 სექტემბერი. 2016. 15:47



საქართველოს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა.



გია ლორთქიფანიძეს ბრალი 2011 წლის 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა.



პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს.



გამოიძიების ცნობით, დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 25 მაისს, ჯერ კიდევ მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ გიორგი ლორთქიფანიძე და დავით ახალაია. სწორედ დასახელებულ პირთა მეთაურობით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი ადამიანი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 250 ადამიანმა, უკანონოდ დაკავებულ იქნა 800-მდე მომიტინგე.



 

 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner