თბილისის მერიის ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ გამოცხადებული იდეების კონკურსის, „მეიქათონის" ფარგლებში ჯამში 165 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც მოხდა თხუთმეტი საუკეთესო პროექტის გადარჩევა. შერჩეულ იქნა ცხრა ინდივიდუალური და ექვსი გუნდური პროექტი.
23 სექტემბერს „მეიქათონის" მონაწილეებმა დაიწყეს პროტოტიპებზე მუშაობა, სამუშაო პროცესი სამი დღე გაგარძელდა, ხოლო 25 სექტემბერს მონაწილეებმა ნამუშევრები წარადგინეს ჟიურის წინაშე.
დღეს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში" გაიმართება „მეიქათონში" მონაწილე თხუთმეტი პროექტის გამოფენა, საიდანაც სამ გამარჯვებულს სპონსორები სპეციალურ პრიზებს გადასცემენ
პირველი ადგილზე გასულ გამარჯვებულ გუნდს კი კომპანია „ფრეგო"- 2000 ლარს გადასცემს.