ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია „გირჩის" მიერ პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:
„მესმის, რომ „გირჩმა" გადაფარა ან გადააფარინეს უმნიშვნელოვანესი თემა! - საქართველოში დესტაბილიზაციის, ხელისუფლების დამხობის, სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირების მცდელობა „ნაცმოძრაობის" ლიდერების და სააკაშვილის მხრიდან!
ამ საკითხს ვერ გადაფარავენ!
პასუხგასაცემია მთავარი შეკითხვა - ემიჯნება თუ ეთანხმება პოროშენკო სააკაშვილის განცხადებებს?!
იზიარებს თუ არა უკრაინის ხელისუფლება მისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობებს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ?!" - წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.