logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე „ტაბულას“ ჟურნალისტს: ცოტა ჭკვიანური კითხვა რომ დასვათ, არა?
- +

28 სექტემბერი. 2016. 16:16


 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძ სოციალურ ქსელში წერს:


ტაბულას" ჟურნალისტი მირეკავს და მეკითხება, ვესწრებოდი თუ არა შეხვედრას, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თურმე განაცხადა, რომ ქართული ოცნების" მიერ არჩევნების წაგების შემთხვევაში ის დატოვებს საქართველოს. აი, ამაზე ცოტა მეტად საინტერესო და ჭკვიანური კითხვა რომ დასვათ, არა?? გამქცევები, გაქცეულები, გასაქცევები და დასაქცევებიც" ბევრი გყავთ გარემოცვაში, სწორედ თქვენ, და ჩვენ კი ვემზადებით მხოლოდ მყარი, დამაჯერებელი გამარჯვებისთვის! არავითარი თუ", ქართული ოცნება" 8 ოქტომბერს იმარჯვებს უპირობოდ, ქართველ ხალხთან ერთად და სამუდამოდ ვასამარებთ ბოკერიასეულ იდეოლოგიას, ქართულ ნაციზმს, მანიაკალურ მიშიზმს!" - წერს მანანა კობახიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner