ე.წ. ისლამური სახელწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ომარ ალ-შიშანი იგივე თარხან ბათირაშვილი მკვდარია.
როგორც „BBC" პენტაგონის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ომარ შიშანი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.
http://www.bbc.com/news/world-middle-east-35808738