logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: არის თუ არა ეს ჩანაწერი საკმარისი საფუძველი, რომ „ნაციონალების“ მიმართ საქმე აღიძრას?!
- +

28 სექტემბერი. 2016. 16:24


 

პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი გოგავა მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ ძალადობრივი გზით. „კოჰაბიტაციის" იდეის ავტორები და დამცველები რას ფიქრობენ ნეტავ?! თანაც აღიარებენ, რომ წაგებული გვაქვსო. იურისტებს მივმართავ: არის თუ არა ეს ჩანაწერი საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ აღიძრას საქმე ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების საგანზე და წარმოადგენს თუ არა ეს ჩანაწერი საფუძველს იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მოიხსნას არჩევნებიდან?" - წერს ირაკლი გოგავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner