ავტორი ანა ფერაძე
ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პირობებში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შეუძლებელია.
„ამ პირობებში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა შეუძლებელია, მაგრამ თუ ქვეყანა გადატრიალდა, მხოლოდ მაშინ შეძლებს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას.
ცოტნე გამსახურდიამ თქვა, „ნაციონალური მოძრაობა" იმდენს იზამს, ლინჩის წესით გაასამართლებენო. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილის პერიოდში გაამწარეს, სასამართლოს აღარ ენდობა და საკუთარ სასამართლოზე გადავა. სააკაშვილის ჩამოსვლა იქნება მძლავრი სტიმული იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობით" გამწარებული ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ. ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი და მთელი მისი პარტია ცუდ დღეში აღმოჩნდება. ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთი სცენარის განვითარებას. ამით „ნაციონალური მოძრაობის" არსებობა დამთავრდება, მაგრამ მთლიანობაში ქვეყანასაც ძალიან უკან დახევს", - აღნიშნა საყვარელიძემ.