მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაცია.
პოროშენკოს პრესმდივნის სვიატოსლავ ცეგოლკოს განცხადებით, ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ოდესის ოლქის განვითარების საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა.
ცნობისთვის, ერთ-ერთმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილის გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა.