პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის "TCC"-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. აღნიშნული კომპანია ენერგეტიკის სექტორში საინჟინრო-სამშენებლო პროექტებს ახორციელებს.
შეხვედრაზე განხილული იყო გარდაბნის მეორე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის საკითხი, რომელსაც ჩინეთის სახელმწიფო კომპანია "TCC"-ი ააშენებს. აღნიშნულ სამუშაოებს ჩინეთის საფინანსო სექტორი დააფინანსებს. 2019 წლისათვის დაგეგმილია პროექტის დასრულება, რომლის შედეგადაც საქართველოს ენერგოსექტორს 240 მგვტ. დადგმული სიმძლავრე შეემატება.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა „TCC"-ის შემდგომი საქმიანობის შესახებ საქართველოსა და რეგიონში. ითქვა, რომ ჩინური კომპანია საქართველოში ოფისის ჩამოყალიბებას გეგმავს.
შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი.