ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 70-ე შეხვედრა გაიმართა.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოში, 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის, საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაქსიმალური უსაფთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე იმსჯელეს და დააფიქსირეს, რომ არჩევნების დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა შეეზღუდოთ გადაადგილების თავისუფლება და უნდა მიეცეთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების - არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას კვლავაც უქმნის საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დაფიქსირებული მავთულხლართები, ღობეები და სხვა ხელოვნური ბარიერები.
შეხვედრაზე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის ე.წ. ციხეში ამჟამად მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ იმსჯელეს და მოითხოვეს მათი უმოკლეს ვადებში უპირობო გათავისუფლება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 26 ოქტომბერს გაიმართება.