logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა
- +

15 მარტი. 2016. 10:56


მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა", - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი" ავრცელებს.


არსებული ინფორმაციით, დაკავებულები კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე არიან. მათი დაკავება სწორედ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ვიდეოკადრებს უკავშირდება.


ჯამალაშვილის ადვოკატ გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და არ იცის, რისთვის არის დაკავებული.


ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდა ადვოკატ ფხაკაძის მეუღლე, რომელიც პირად საუბარში აცხადებს, რომ მათი კუთვნილი ბინიდან პირადი კომპიუტერი, სხვადასხვა ნივთი, მათ შორის მობილური ტელეფონები ამოიღეს.


ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული", - აცხადებს „იმედი".


„რეპორტიორი" მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა საგამოძიებო უწყება ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner